პატარა ქარხნიდან მსოფლიო ინოვაციურ მწარმოებლამდე

ეს არის რაუხი

დაარსების დღიდან დღემდე ოთხი თაობის განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებთ ავსტრიული საოჯახო ბიზნესს. ჩვენი მუდმივი სწრაფვა მაღალი ხარისხის შენარჩუნებისკენ არის ჩვენი წარმატების საფუძველი, რაც განაპირობებს იმას, რომ რაუხი არამარტო მეგობრული საოჯახო კომპანიაა, არამედ არის ერთ-ერთი წამყვანი ხილის წვენის მწარმოებელი ევროპაში.

”წყალი მარგებელის” ისტორია ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე.
ნაბეღლავის წყარო 1905 წელს აღმოჩინეს. გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება ერთ-ერთი წყაროსთვის მიუქცევია, წყალს ხარები ეტანებოდნენ; სწორედ მას აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები.
1958 წლიდან დაიწყო „ნაბეღლავის“ წყლის ქარხნული წარმოება.
1997 წლიდან „ნაბეღლავის“ მინერალური წყლის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა წარმოებას სათავეში ჩაუდგა ”წყალი მარგებელი.” კომპანია მხოლოდ მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ წარმოებით არ შემოიფარგლა და 2002 წლიდან დაიწყო წყაროს წყალი „ბახმაროს“ ჩამოსხმა.
2017 წლიდან „წყალი მარგებელ“-მა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „რაუხთან“ ერთობლივი წარმოება დაიწყო.
2017 წლის 24 ივნისს ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გაიხსნა. ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.
„რაუხისა“ და „წყალი მარგებლის“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკურ წინსვლაში.


ხილი

წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ უფრო მეტს: ახალდაწურულ ნატურალურ ხილის წვენს. ჩვენი ბრენდები შეესაბამება თანამედროვე გემოს სტანდარტებს და გამდიდრებულია მთელი მსოფლიოს საუკეთესო ხილით.

ოჯახი

დაარსების დღიდან დღემდე ოთხი თაობის განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებთ ავსტრიული საოჯახო ბიზნესს.
ჩვენი მუდმივი სწრაფვა მაღალი ხარისხის შენარჩუნებისკენ არის ჩვენი წარმატების საფუძველი, რაც განაპირობებს იმას, რომ რაუხი არამარტო მეგობრული საოჯახო კომპანიაა, არამედ არის ერთ-ერთი წამყვანი ხილის წვენის მწარმოებელი ევროპაში.

ბუნება

ჩვენ ვამაყობთ ბუნებით, როგორც ხილის წყაროთი, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე და ვიღებთ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვაზე. ეს ღირებულებები აისახება რაუხის გუნდის მუშაობაში

სტრატეგიული ბიზნესის სექტორები

რაუხ გრუპი მოიცავს სამი სტრატეგიულ ბიზნეს სფეროს. გარდა რაუხის ბრენდების Happy Day, Bravo, Nativa და Rauch Ice Tea-ს წარმოება და გაყიდვისა, რაუხი ასევე მყარად ეყრდნობა ე.წ. B2B სფეროს. ამის ფარგლებში კომპანია რაუხი გამოდის, როგორც მწარმოებელი და გამყიდველი კომპანია იმ შემსყიდველებისათვის, რომლებიც შეიძენენ ხილის წვენის კონცენტრატებს და ნახევრად მზა პროდუქტებს. მესამე სფერო გულისხმობს სასმელების მწარმოებლებს უახლესი ტენოლოგიური დანადგარებით (ქილის, პეტისა და შუშის შეფუთვისათვის) მომარაგებას რაუხის მიერ.