Rainforest Alliance არის დამოუკიდებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. Rainforest Alliance-ის მიერ სერტიფიცირებული ფერმები იცავს ტყეებს, წყალს, ეკოსისტემებს, აგრეთვე მუშათა უფლებებსა და საარსებო საშუალებებს მათ ოჯახებთან და კომუნებთან ერთად. გარემოს დაცვის გარდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მუშების და მათი ოჯახების საარსებო საშუალებების გაუმჯობესება ტრენინგებითა, განათლებისა და ჯანდაცვის დონის ამაღლებით. Rainforest Alliance- ის მიერ სერტიფიცირებული შავი ჩაის გამოყენებით ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ამ მიზნების მიღწევასა და მომხმარებელთა შორის ცნობადობის ამაღლებას. Rainforest Alliance- ის მიერ სერტიფიცირებული შავი ჩაის გამოყენება ქმნის რაუხის მდგრადობის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს.